ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ უხერხულია მას დაარქვა პოლიტპატიმარი, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არიან დაკავებული კონკრეტულ საქმეზე. ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ უხერხულია მას დაარქვა პოლიტპატიმარი. უბრალოდ უხერხულია, მგონია, რომ თქვენც, ჟურნალისტებს გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა. ძალიან კარგად ვიცით, ამის მტკიცებულებები არსებობს, ვიდეო კადრები არსებობს, როგორ გამოჰქონდათ თანხები. შესაბამისად, გიგი უგულავასთან დაკავშირებით პოლიტპატიმარზე საუბარი მართლა ძალიან უხერხულია იმ პატიმრებთან მიმართებაში, ვინც რაღაც პატარა დანაშაულზე იხდის სასჯელს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.