ე.წ. ჩამკეტი და ა.შ. არ არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილი აღნიშნულ შეთავაზებას მხარს არ უჭერს.
„სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, მით უმეტეს მათ, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდასთან არ არიან, უფლება აქვთ, ამა თუ იმ წინადადებას მხარი დაუჭირონ, ჩვენ როგორ უნდა ჩავერიოთ. „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ ეს შემოთავაზება, ე.წ. ჩამკეტი და ა.შ. არ არის ის, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლისა და გავრილოვის ღამის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. არც ნორმალიზებად ჩაითვლება პოლიტიკური პატიმრების გამოშვებისა და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ხმა უნდა მისცეს, მათი არჩევანია და პატივს ვცემთ“, – განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ 110/40-ზე მიუღებელია ზუსტად ისევე, როგორც არ იყო მისაღები 100/50-ზე.