გავლენიანი საინფორმაციო საშუალებები BBC-ი და Reuters-ი, იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რომის პაპს ფრანცისკეს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
მიუხედავად ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით ვატიკანს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ეჭვი რომის პაპის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა დასავლურ მედიაში, რაც ავადმყოფობის გამო მან რამდენიმე უკვე შეთანხმებული შეხვედრა და ერთობლივი ლოცვა გამოტოვა.
უფრო ადრე გავრცელდა ხმები, რომ გასული კვირის ოთხშაბათის მესაზე რომის პაპი ახველებდა და სურდო ჰქონდა.
83 წლის პონტიფიკოსს ახალგაზრდობისას რესპირატორული დაავადების გამო ერთი ფილტვი ამოკვეთეს.