ავადმყოფობის გამო რომის პაპმა ფრანცისკემ რომში დაგეგმილი მესა გამოტოვა, რომელიც სხვა სასულიერო პირებთან ერთად უნდა ჩაეტარებინა. იუწყება ABC News-ი.
ვატიკანის განცხადებით, პაპი თავს შეუძლოდ გრძნობდა და ამიტომ ამჯობინა დარჩენილიყო სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობს.
პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ დაკონკრეტებულა.
იუწყებიან, რომ ოთხშაბათის მესაზე, რომის პაპი ახველებდა და სურდო ჰქონდა.
პონტიფიკოსს ახალგაზრდობისას რესპირატორული დაავადების გამო ფილტვის ნაწილი მოკვეთეს.