ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. იუწყება The Independent-ი ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ირანელი დეპუტატი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალა ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანსა და ეგვიპტეში ჰადი ხოსროვშაჰი.
კორონავირუსი დაუდგინდათ ასევე ირანის ვიცე-პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 43 გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ირანში დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ბევრად მაღალია და ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს.