მსოფლიოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო ITB Berlin 2020 აღარ გაიმართება. როგორც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი facebook-ის პირად გვერდზე წერს, ITB Berlin-ის 54 წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა.
"ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე, გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო რომ პირველად, 54 წლიანი არსებობის ისტორიაში არ ჩატარდეს ITB Berlin 2020 წელს", - წერს ქვრივიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2022-ის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება.