თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით ზის იქ, და არ შეწყდება სხვების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, არავითარი შეთანხმება არ შედგება, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გერმანიის საელჩოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" საუბარში შერბილდა და დაიძრა სწორი მიმართულებით.
"ეს არის არაფორმალური შეხვედრა და არანაირი ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა და რომ გაკეთებულიყო, არავის არ მიუღია. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ამ მედალს ორი მხარე აქვს.
პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება, არავითარი წინადადება არ მიიღება და თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით ზის იქ, და არ შეწყდება სხვების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, არავითარი შეთანხმება არ შედგება.
"ქართული ოცნება" საუბარში შერბილდა და დაიძრა სწორი მიმართულებით. მოვასწრებთ თუ არა იმ წერტილამდე მისვლას, რომელსაც პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ჰქვია, რამდენიმე დღეში გაირკვევა", - განაცხადა ვაშაძემ.