BBC-ის ცნობით, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მაღალია, ვიდრე ამას ირანის მთავრობა ადასტურებს.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით, BBC-ის ირანული ბიურო ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსმა 210 ადამიანი იმსხბერპლა. ხელისუფლების ოფიციალური მონაცემების მიხედვით კი გარდაცვლილი მხოლოდ 34-ია.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობა შეაჩერა.