შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2.5 მლრდ დოლარი მოითხოვა. ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დღეს, ადმინისტრაცია კონგრესს 2.5 მლრ დოლარის მოთხოვნის გეგმას გაუგზავნის. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს ვაქცინის შემუშავებასა და კლინიკებისა და ლაბორატორიები შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგებას", - ციტირებს სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
თეთრი სახლის მოთხოვნას გამოეხმარუა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და განაცხადა, რომ ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი თანხა "სრულიად არაადეკვატურია".
მანამდე ამერიკული მედია ავრცელებდა ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპი კონგრესისგან 1 მლრდ დოლარის მოთხოვნას გეგმავდა.
ამ დროისთვის, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირების 14 შემთხვევაა დაფიქსირებული.