თეთრი სახლი გეგმავს, კონგრესს მიმართოს თხოვნით, რათა გამოყოს 1 მლრდ დოლარი კორონავირუსთან საბრძლველად. იტყობინება ტელეკომპანია CNBC-ი წყაროზე დაყრდნობით.
როგორც იუწყებიან შესაბამისი მოთხოვნა თეთრი სახლიდან კონგრესში მიმდინარე კვირაში გაიგზავნება.
მანამდე The Washington Post-ი იუწყებოდა, რომ საგანგებო მდგომარეობისთვის დამატებითი თანხების გამოსაყოფად ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესთან გეგმავდა მოლაპარაკებების გამართვას.
იტყობინებიან, რომ შესაძლოა 1 მლრდ დოლარი ზუსტად ის თანხა არ იყოს, რასაც თეთრი სახლი მოითხოვს კონგრესისგან და ის კიდევ უფრო გაიზარდოს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავიურსთან საბრძოლველად ევროკავშირმა 230 მლნ ევრო გამოყო.
მსოფლიოში კორონავირუსს უკვე 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაავადება 30 ქვეყანაშია გავრცელებული.