ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მლნ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ იუწყება Euronews-ი კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩისა და სურსათის უვნებლობის კომისარ სტელა კირიაკიდუს განცხადებაზე დაყრდნობით.
მათი თქმით, გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად განაწილდება:
114 მლნ ევრო გადაეცემა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზციას ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური მზადყოფნის დასაფინანსებლად;
15 მლნ ევრო ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაეცემა;
100 მილიონი ევრო ვაქცინების შემუშავებისა და მკურნალობის კვლევების დაფინასებისთვის;
3 მილიონ ევროს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამცავი აღჭურვილობის შესაძენად და თავიანთი მოქალაქეეების სამშობლოში დასაბრუნებლად დახარჯავენ.
ამავდროულად, ევროკომისია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ დაწესდება შეზღუდვები მოგზაურობასა და ვაჭრობაზე.
მსოფლიოში კორონავირუსს უკვე 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაავადება 29 ქვეყანაშია გავრცელებული.