საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს NDI-ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"განსახილველ თემებს შორის იყო ასევე, "ფეიკნიუსებთან" გამკლავების საკითხები, რომელთა გავრცელებაც დღეს მსოფლიო სენია", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დერეკ მიტჩელი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს.