ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 91 ადამიანი დაიღუპა, 68 კი დაკარგულია. დაახლოებით 91 ადამიანი ტრავმირებულია, 900-ზე მეტი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
ყველაზე ძლიერი წყალდიდობა ქალაქ ტელუკ ვონდამაში დაფიქსირდა. საკომუნიკაციო ხაზები თითქმის სულ დაზიანდა. ქალაქი ვესიორისა და ტელუკ ვონდამას თითქმის 80 პროცენტი განადგურებულია.
ინდონეზიის ეროვნული კატასტროფების შემცირების სააგენტოს თავჯდომარის, პრიადი კარდონოს თქმით, დაზარალებულთათვის ჩაიტანეს კარვები, საბნები, ტანსაცმელი და საკვები.
ინდონეზიაში წყალდიდობები არც თუ ისე იშვიათია. მეტეოროლოგები უჩვეულოდ წლიერი წვიმების წელს ვარაუდობენ.