"ქართული ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერის კრიტიკას ეხმიანება. მდინარაძის თქმით, ის ეთანხმება კონგრესმენს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის. მისივე თქმით, ეს საქართველოში არ ხდება
"მეც დავეთანხმები, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება", - ამბობს მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, სასამართლოს იარაღად გამოყენება 2012 წლამდე ხდებოდა.
"ნებისმიერ ჩვენს კოლეგას ვეტყვი მთელი პასუხისმგებლობით, რომ სასამართლო პოლიტიკური იარაღი ქართული ოცნების ხელში არ არის",-ამბობს მდინარაძე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას სამი წლით პატიმრობა მიესაჯა კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "სასამართლოს იარაღად გამოყენება არ არის დემოკრატია".
გიგი უგულავას პროკურატურა თბილისის მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.