კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
"დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს და 38 თვე მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ ეს უბრალოდ გვაწუხებს. სასამართლოს იარაღად გამოყენება არ არის დემოკრატია", - დაწერა კინზინგერმა.