ირაკლი ოქრუაშვილმა "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" რიგები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ოქრუაშვილის უკვე ყოფილი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის დატოვების შესახებ შესაბამისი განცხადებით, ოქრუაშვილმა პარტიის მთავარ კომიტეტს მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" განცხადებაში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იგი ახალი პარტიის შექმნას აპირებს, სადაც მასთან ერთად ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ოქრუაშვილი იქნებიან გაერთიანებულები.