ამერიკელი ასტრონავტი ქრისტინა კოხი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდა, რითაც მან დაასრულა ყველაზე ხანგრძლივი მისია, რომელშიც ქალ ასტრონავტს მიუღია მონაწილეობა.
ქრისტინა კოხი იტალიელ ასტრონავტთან ლუკა პარმიტანოსა და რუს ასტრონავტ ალექსანდრ სკვორცოვთან ერთად მშვიდობიანად დაეშვა ყაზახეთში, თოვლით დაფარულ მინდორზე.
ამერიკელმა ასტრონავტმა კოსმოსში სულ 328 დღე გაატარა
გასული წლის 29 დეკემბერს, ქრისტინა კოხი პირველი ქალი ასტრონავტი გახდა, რომელმაც კოსმოსში 289 დღე დაჰყო.
44 წლის ელექტროინჟინერი ქრისტინა კოხი მონტანას შტატიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2019 წლის 14 მარტს გაემგზავრა.
წინა რეკორდი ეკუთვნის ასევე ამერიკელ ასტორანვტს, პეგი უიტსონს, რომელმაც კოსმოსში 288 დღე დაჰყო.