რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავზებას 100/50-თთან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება მათთვის. წინააღმდწეგ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული საარჩევნო მოდელი სრულად ლეგიტიმურია.
"ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან იმ დასკვნის თაობაზე, რომელმაც ისინი რეალურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ეს იყო არაერთი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად ავლენს საკუთარ თავს. ადრე მათ ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ტყუილებშიც არიან უნიათოები, რაც რაც ძალიან კრგად ჩანს ამ გასული პერიოდის განმავლობაში.
რეალურად, დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ასევე ოდირის დასკვნიდან, ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მათ შორის მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები.
ეს არის მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან. ასევე არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში, საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებისსთვის, ეს არის 77/73-ზე.
შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავზებას 100/50-თთან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება მათთვის. წინააღმდწეგ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის თანახმად, არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.