პოლიტიკური კრიზისის სახე არის ის, რაც ხდება ჭიშკართან, ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის.
„არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის, უნიათობაში 60 ოლიმპიური ჩემპიონი დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციისგან ელოდებიან პასუხს შეთავაზებაზე.
„გვაქვს იმედი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ კონკრეტულ მოდელთან მიმართებაში. ვფიქრობ, ინტერესები გადაიკვეთება ერთმანეთში და ასეთ შემთხვევაში ჩამოვყალიბდებით ისეთ მოდელზე, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება კონსენსუსური, თუ არადა ჩატარდება არჩევნები იმ მოდელით, როგორიც არის“, – განაცხადა კობახიძემ.