საქართველოს საგარეო უწყების დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და მისი პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ვაშინგტონში, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს, საერთაშორისო სავალუტი ფონდის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვა. ვაშინგტონში ვიზიტის დროს იგი აშშ-ს ფინანსთა მინისტრს, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელობას შეხვდება.
საქართველოს დელგაციის ვიზიტი აშშ-ში 8 ოქტომბერს დასრულდება.