რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა თურქეთის უმსხვილეს ქალაქ სტამბოლში გაზსადენ "თურქული ნაკადის" გახსნაში მიიღეს მონაწილეობა.
ვლადიმერ პუტინისა და რეჯებ ტაიპი ერდოღანის გარდა, გაზსადენის გახსნის ცერემონიაში, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმაც მიიღეს მონაწილეობა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ გაზსადენის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაამ როგორც რუსეთისთვის, ასევე თურქეთისა და მთელი ევროპისთვის.
რუსეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს პროექტის განხორციელების პოლიტიკური ნების გამოვლენის გამო.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა გაზსადენს მოსკოვსა და ანკარის თანამშრომლობის სიმბოლოს უწოდა.
ერდოღანის თქმით, რუსეთი და თურქეთი გააგრძელებენ ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას.
პროექტი "თურქული ნაკადი" შავი ზღვის გავლით რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით 63 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. ერთი ხაზის მეშვეობით ბუნებრივი აირი უშუალოდ თურქეთის ბაზარს უნდა მიეწოდოს, მეორეთი კი - თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებს.