ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ 15 ბალისტიკური რაკეტის გაშვებით და ერაყში ამერიკული ბაზის დაბომბვით "ირანმა ამერიკას სილა გააწნა".
მანამდე ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ყასემ სულეიმანის გამო შურს იძიებდა
რამდენიმე საათის წინ, ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.
გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანში 3-დღიანი გლოვა განაცხადა.