ირანიდან ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
"ყველაფერი კარგადაა! სარაკეტო იერიში ერაყში განთავსებულ ორ სამხედრო ბაზაზე ირანიდან განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულთა და მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს.
ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია გვყავს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა! განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ", - წერს დონალდ ტრამპი "ტვიტერზე".
რამდენიმე საათის წინ, ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.