ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებისკენ, რომლებზეც ამერიკელ სამხედროებთან ერთად, კოალიციის ძალებიც იმყოფებიან. იუწყება Associated Press-ი.
პენტაგონის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ბაზებზე - აინ ალ-ასადი და ირბილი
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა".
სარაკეტო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყებიან ასევე ირანიული საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც წერენ, რომ ირანმა შური იძია გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის.
"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ინფორმაციით, ოპერაციის კოდური სახელწოდება "წამებული სულეიმანი" იყო.
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.
გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანში 3-დღიანი გლოვა განაცხადა. ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ყასემ სულეიმანის გამო შურს იძიებს.