ამერიკულ სამხედრო ბაზებზე "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ განხორციელებული სარეკეტო იერიშის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ ირანს არ სურს ესკალაცია, ან ომი, მაგრამ თავს დაიცავს.
"გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, ირანმა განახორციელა საპასუხო თავდაცვითი და პროპორციული ზომები ბაზაზე, საიდანაც მოხდა ლაჩრული თავდასხმა ჩვენს მოქალაქეებსა და მაღალი თანოამბებობის პირებზე.
ჩვენ არ გვსურს ვითარების ესკალაცია, ან ომი, მაგრამ თავს დავიცავთ აგრესიისგან", - ამბობს ჯავად ზარიფი.
ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
რამდენიმე საათის წინ, ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.