დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩოვის მტკიცებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიერ რუსეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტის დაბლოკვა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
კოსაჩოვის ინფორმაციით, ქართულმა მხარე განმარტა, რომ სერგეი მაკაროვს საქართველოს ვიზაზე უარი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის თანახმად უთხრეს, რომლის მიხედვითაც, იმ პირებს, ვინც აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში ქართული მხარის ნებართვის გარეშე არიან შესული, საქართველოში შესვლის უფლება აღარ აქვთ.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ბიუროზე დელეგაციის ხელმძღვანელობას ნათლად განუცხადეს, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას, ამის უფლება არ აქვს და ევროსაბჭოს ღონისძიების დროს უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო ვალდებულებით და არა შიდა კანონმდებლობით", - აღნიშნა კოსაჩოვმა.
მისი თქმით, არც ერთი ქვეყანას, რომელიც საქართველოს მსგავსად იქცევა, არ უნდა მიეცეს ევროსაბჭოს ასამბლეის ღონისძიების ჩატარების უფლება.
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარემ 16-17 სექტემბერს ეუთოს იურიდიული კომისიის სხდომაზე რუსული დელეგაციის ჩამოვლა დაბლოკა.