პროკურატურა, სასამართლო საქართველოში გამოიყენება დევნისთვის და ეს უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უჩვეულოდ მკაფიო და მკაცრი აქცენტია პროკურატურასთან მიმართებაში,
„ამ განცხადებაში არის უჩვეულოდ მკაფიო და მკაცრი აქცენტი სახელდახელოდ გაკეთებული პროკურატურასთან მიმართებაში, რადგან დღეს პროკურატურას დევნა აქვს დაწყებული თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის სულ მცირე, ერთი ლიდერის მიმართ მაინც.ასევე, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება თითქმის არ დარჩა ქვეყანაში, რომლის დამფუძნებელს ან ხელმძღვანელს, რამე სისხლის სამართლის საქმით არ ედავებოდნენ და ასევე არის არაერთი აქტივისტი, თუ პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი. ეს არის კონტექსტი და ამაზე არის სწორედ მინიშნება განცხადებაში. პროკურატურა არ არის პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი და დაჟინებულია მოწოდება იმისა, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, მართლმსაჯულების ინსტიტუტები, პროკურატურა, სასამართლო საქართველოში გამოიყენება დევნისთვის და ეს უნდა შეიცვალოს.