ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
პრეზიდენტის პოსტზე 11 კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ოპოზიციონერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი (სოციალ-დემოკრატიული პარტია) და ცნობილი მომღერალი და მუსიკოსი მიროსლავ შკორო.
სწორედ ეს სამი კანდიდატი მოიაზრება გამარჯვების რეალურ კანდიდატებად.
ხორვატიის ეროვნული საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლებით დაახლოებით 4 მლნ ამომრჩეველი სარგებლობს.
პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი მიიღებს 50%-ზე მეტ ხმას, მაშინ ორი კვირის შემდეგ დაინიშნება მეორე ტური.