რუსეთიდან საქართველოში ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა კარგი იდეაა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კარგი იდეაა რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას.
"დიახ, ნამდვილად არსებობს პრობლემები საქართველოსთან. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ყველაფერი თოვლით არის დაფარული. ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა კარგი იდეაა, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ჯერჯერობით არ შედის. თუმცა, ის ცნობილია და პრაქტიკულად განხორციელებადი. განხორციელების მიზანშეწონილობა არსებობს“, - თქვა პუტინმა.