ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამისი უწყებების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, მომხდარიდან აუცილებელია კონკრეტული დასკვნების გაკეთება.
ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამისი უწყებების მიმართ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებებთან ერთად, უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან აქვთ მათ შეხება, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომელიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.