პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს პერვეზ მუშარაფს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება სამი მოსამართლისგან შემდგარმა სპეციალურმა კოლეგიამ გამოიტანა.
მუშარაფი პირვეი სამხედრო მმართველია, რომელიც პაკისტანში კონსტიტუციის დარღვევის გამო გაასამართლეს.
საქმე ეხება 2007 წელს განვითარებულ მოვლენებს, რომლის დროსაც პერვეზ მუშარაფმა, თავისი უფლებამოსილების გახანგრძლივების მოტივით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება.
ამის შემდეგ მუშარაფმა უზენაესი სასამართლოს რამდენიმე წევრი გაათავისუფლა და შინაპატიმრობა მიუსაჯა.
პერვეზ მუშარაფი 2016 წლიდან დუბაიში იმყოფება.