პაკისტანის ექს-პრეზიდენტს პერვეზ მუშარაფს ბრალი უკანონო გათავისუფლებებსა და სასამართლოს თავისუფლების შეზღუდვაში ედება. მისი დაკავების ორდერი პაკისტანის სასამართლომ გუშინ გასცა. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი" ავრცელებს.
ექს-პრეზიდენტს 2007 წლის მარტის განვითარებულ მოვლენებში ედება ბრალი, როდესაც პერვეზ მუშარაფმა, როგორც სახელმწიფოს მომავალმა მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის შემდეგაც კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა. ყოფილმა პრეზიდენტმა კონსტიტუციის შეჩერების შემდეგ, მაღალი რანგის რამდენიმე მოსამართლე სამსახურიდან გაათავისუფლა და შინაპატიმრობა მიუსაჯა.
ადვოკატებმა მუშარაფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მუშარაფს პატიმრობა შეუფარდა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის უსაფუძვლო გადაწყვეტილების ბრალდებით უკვე გაასაჩივრეს.