ერთი სასიქადულო რამ ნამდვილად გავიგეთ - ყველა, მათ შორის, ხელისუფლების წარომადგენლები არიან უკმაყოფილო იმ სისტემით, რომელიც არსებობს, - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მესამე რაუდის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ძალიან წვალობს ხელისუფლება,
“ძალიან წვალობს ხელისუფლება, იმიტომ, რომ ვერ ღებულობს პროპორციულს, ვერ ღებულობს ვერც გერმანულს და ვერც მის მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტს, კატეგორიულად უარზე არიან მრავალმანდატიან ოლქებზე, მოკლედ, არაფერი არ მოსწონთ, უფრო სწორად, ინსტრუქცია არ აქვთ, ჩვენ მანდატი გვაქვს, მათ მანდატი არ აქვთ. პარასკევს კიდევ ერთხელ შევხვდებით. ერთი სასიქადულო რამ ნამდვილად გავიგეთ - ყველა, მათ შორის, ხელისუფლების წარომადგენლები არიან უკმაყოფილო იმ სისტემით, რომელიც არსებობს, მაგრამ თუ დედამიწის ზურგზე არსებული არც ერთი სამართლიანი სისტემა არ გინდა, გაუგებარია, მაშინ რა გინდა“, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.