გავლენიანი ამერიკული გამოცემა Condé Nast Traveler-ი მოგზაურებისთვის აქვეყნებს სიას, თუ რა უნდა გააკეთონ ევროპაში მოგზაურობისას, სანამ ისინი ცოცხლები არიან.
სია, რომელიც მოგზაურებმმა, ტურისტული გამოცემების რედაქტორებმა და ჟურნალისტებმა შექმნეას, თავდაპირველად 2015 წელს გამოქვეყნდა, თუმცა ის პერიოდულად ცვლილებას განიცდის და ახლდება.
ბოლო განახლებაში გამოცემა მოგზაურებს ურჩევს, რომ იმოგზაურონ საქართველოში, კერძოდ კი სვანეთში და კავკასიონის მთების სილამაზით დატკბნენ. ნახონ მესტიაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული კოშკები და ეწვიონ უშგულს, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებას.
სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს