საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩს ქუთაისში, ადგილობრივ "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის 10 000 მაყურებელი დაესწრო.
საქართველოს "ელ კლასიკოდ" შერაცხული დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
ანგარიში 54 წუთზე ჩიკვილაძემ გახსნა. "დინამოელმა" დონალდ ჯუისმა 59 წუთზე მუჯირის საგოლე გადაცემით აღადგინა წონასწორობა.
ეს გუნდები ერთმანეთს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუპირისპირდნენ. უსახსრობის გამო მეორე ლიგაში დაქვეითებული "ქუთათურები" უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდნენ.
საქართველოს ჩემპიონატს 21 ქულით ზესტაფონი ლიდერობს, რომლებმაც გუშინ რუსთავის "ოლიმპს" სტუმრად 2:0 სძლიეს. მეორე ადგილზე 17 ქულით "დინამოა", მესამე ადგილს კი ოლიმპი იკავებს 16 ქულით.