ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სხდომა შეწყდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს მოყვება უმკაცრესი რეაგირება.
„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით, მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება, ალბათ სასურველია რომ ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს დეპუტატების ვინაობა არ დაუსახელებია.