ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. რასმუსენის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16:00 საათზე გაფრინდა. ნატოს გენერალური მდივანი ნატოში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ გააცილეს.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ 22:20 წუთზე ჩამოვიდა. რასმუსნემა ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. იგი პირველად საქართველოს საგრეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გამო მწუხარება გამოთქვა. თავდაცვის მინისტრის შემდეგ რასმუსენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და პრემიერ ნიკოლოზ გილაურს შეხვდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა თბილისში ნატოს სამოკავშირეო ოფისი გახნა და განაცხადა, რომ სამოკავშირეო ოფისის გახსნა "საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება".
ვიზიტის ბოლოს, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. დახურული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რასმუსენმა ნატოს პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა
"საქართველოს გახდება ნატოს წევრი მაშინ, როცა დააკმაყოფილებს სათანადო კრიტერიუმებს", - აღნიშნა რასმუსენმა.