1-ლი დეკემბრიდან ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.
დღეიდან, ევროკომისიის განახლებული შემადგენლობა შეუდგა მუშაობას გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენის მეთაურობით.
ევროკომისიის ახალი შემადგენლობა, რომელიც თავის მანდატს 5 წლის ვადით, 2024 წლამდე შეასრულებს, ევროპარლამენტმა დიდი უპირატესობით გასულ კვირას დაამტკიცა.
ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების გარდა).
იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს.
კომისია აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულების პროცესს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ჯერ კიდევ 9 სექტემბერს წარადგინა.
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად 16 ივლისს აირჩია. ის არის პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობაზე იქნა არჩეული.
დღეიდან შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის რანგში, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი, რომელმაც ამ თანამდებობაზე დონალდ ტუსკი ჩაანაცვლა.
ევროკავშირის საბჭო წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტი.
1-ელ დეკემბერს უფლებამოსილება შეუწყდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს, ფედერიკა მოგერინის. ამ თანამდებოზე მოგერინი ესპანეთს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჟოზეფ ბორელმა ჩაანაცვლა