კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემას - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგე ზოგი ქვეყნის განწყობა საქართველოს მიმართ 2008 წლის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თავი აარიდა. მან ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის დაახლოებითი თარიღის დასახელების შესახებ.
რასმუსენმა აღნიშნულ კითხვებზე ზოგადი პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ავღანეთში "ჩვენ ვართ უპირველეს ყოვლისა საკუთარი უსაფრთხოებისათვის, რომ ავღანეთს თავიდან ავარიდოთ გახდეს ოაზისი ტეროროსტებისათვის".
"სამწუხაროდ, ზოგი ჩვენი სამხედრო ძალიან მაღალ ფასს იხდის ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისათვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩემი ხედვა", _ განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა: "მე მოველი, რომ ნატოს სამიტზე ლისაბონში კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოზიცია, რომელიც განვაცხადეთ ბუქარესტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როცა საქართველო შეასრულებს სათანადო კრიტერიუმებს და ამასობაში ჩვენ თანამიმდევრულად და დადებითად ვითანამშრომლებთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში", _ განაცხადა რასმუსენმა.