მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, - განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.
„წინა კვირა იყო ლუსტრაციის ორი კვირა და ეს ნამდვილად ასე იყო. იმ ორი კვირის განმავლობაში, ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი განშტოებებით საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა, ანტიეკლესიურმა პოლიტიკურმა ძალამ და ამის კულმინაცია იყო შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა საშუალებით, ნაცმოძრაობასთან ასოცირებული მათი მედიასაშუალებების თუ აქტივისტების გამოყენებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ნათქვამია, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ამ სირთულეების ფონზე, რაც იყო გასული ორი კვირის განმავლობაში, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. არის საჭირო ყურადღება, უნდა დავიცვათ ეკლესია და უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან“, - თქვა კობახიძემ.