ბრიტანეთის ტურიზმის ასოციაციამ საქართველო 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი იტყობინება.
"საამაყო და სასიხარულო სიახლე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის!
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად ყველაზე გავლენიანმა ბრიტანეთის ტურიზმის ასოციაციამ (ABTA) საქართველო დაასახელა 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად!
ეს ნიშნავს: ბრიტანეთიდან გაზრდილ მხარჯველუნარიან ტურისტულ ნაკადს. მეტ ბრიტანულ ბიზნესპარტნიორს ქართული ტურისტული ბიზნესისთვის და ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას", - წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.