ნაურუმ უკან წაიღო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება. ინფორმაციას სერბული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნაურუ ბოლო ათი დღის განმავლობაში გახდა მეორე სახელმწიფო, რომელმაც კოსოვოს აღიარება გაიწვია.
11 ნოემბერს კოსოვოს აღიარების გადაწყვეტილებია უკან გაიწვია, უწოდა რა ნაჩქარევად მიღებული.
სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განა გახდა გაეროს მე-17 სახელმწიფო, რომელსაც უკან მიაქვს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა.