ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია, - ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია იმედის პროგრამაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, მან „ოპოზიციის მიერ შემოდგებული თემა ვინმეს გადაგდების შესახებ არაეთიკური და არასწორია“.
„ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია, ამიტომ გადაგდებაზე საუბარი არაეთიკური და არასწორია. ჩვენ გვქონდა შეთავაზება მოქალაქეების მიმართ, მაგრამ შემდეგ განვითარდა საპარლამენტო პროცესი, რომელმაც სხვა სახე მიიღო, მე მაქვს ჩემი მიზეზი რატომ არ დავუჭირე მხარი, მე არაერთხელ განვაცხადე ამ მიზეზების შესახებ“, - თქვა ყაველაშვილმა.