ნატოს გენერალური მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ავღანეთში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.
"დღეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან სევდიანი დღეა, გუშინ ავღანეთში ჩვენ რამდენიმე ქართველი მებრძოლი დავკარგეთ. მინდა გამოვხატო ღრმა თანაგრძნობა ქართველი ხალხისადმი და დაღუპულთა ოჯახებისადმი", _ განაცხადა რასმუსენმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას.