საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უპრეცედენტო თანხმობაა.
"უპრეცედენტოა ის თანხმობა, რომელიც ოპოზიციურ ძალებს შორისაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც აჩვენებს, რომ ყველა, იმის მიუხედავად, რა შეხედულებები გვაქვს კონკრეტულ საკითხებზე, ხვდება, რომ გზა, რომელსაც დაადგა ივანიშვილი, საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს. ახლა არის საჭირო ქუდზე კაცი, რომ როგორმე ეს გადაჩეხის პროცესი შევაჩეროთ”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.