დემოკრატიამ გაიმარჯვა და იქნება "თავისუფალი კენჭისყრა". ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"როგორც ყოველთვის "ქართული ოცნება" გამოუვალ მდგომარეობაშიც ძებნის გამოსავალს, გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა. მე ისევ იმ პოზიციაზე ვრჩები", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საკითხზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება, სადაც დღეს პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გაიმართება.