ფრანგული იმპრესიონიზმის დამფუძნებლის კლოდ მონეს ნახატი სერიიდან "ჩარინგ-კროსის ხიდი" Sotheby’s-ის აუქციონზე 27,6 მლნ დოლარად გაიყიდა. იტყობინება გამოცემა Artnews.com-ი.
აუქციონის წარმომადგენლების თქმით, ფერწერული ტილო ანონიმურმა მყიდველმა ტელეფონით შეიძინა.
კლოდ მონეს "ჩარინგ-კროსის ხიდის" სერიაში ფერმწერის დაახლოებით 30-ზე მეტი ნახატია შესული, რომლებიც 1899-1904 წლებშია შესრულებული. უმეტესად ამ სერიის ნახატებზე ლონდონში მდებარე ნისლიანი ჩარინგ კროსის ხიდია გამოსახული.
ექვსი წლის განმავლობაში კლოდ მონე პერიოდულად ჩადიოდა ლონდონში, რათა თავის ტილოზე აესახა ლონდონის ლანდშაფტები, რომლითაც ძალიან იყო მოხიბლული.
ლონდონში მოღვაწეობა უაღრესად ნაყოფიერი იყო მონესთვის, რომელმაც აქ ასზე მეტი ნახატი შექმნა.
ნახატები ამავე სერიიდან მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული, სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლეექციაში.