ჩვენ გულწრფელად გვჯერა და განწყობაც ასეთია საზოგადოების, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მან პროპორციული სისტემის უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამაზე საუბარიც კი ვერ გაბედა ნაციონალურმა მოძრაობამ ვერცერთ დროში.
„იმიტომ კი არ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ გვაშინებენ ახლა იმით, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, რომ რაღაცები მოხდება ქვეყანაში და არევენ ქვეყანას, არამედ იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა არის უკეთესი. ჩემს წარმოდგენებსა და რამდენიმე ადამიანის წარმოდგენას შორის განსხვავება და უმრავლესობის ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი არის ის, რომ ჩვენ გულწრფელად გვჯერა და განწყობაც ასეთია საზოგადოების, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ. თეორიულ დაშვებაში როცა შევდივართ, გაგვიჭირდება პრორუსულ ძალებთანაც კოალიციის დალაგება და ნაციონალურ მოძრაობასთან - საქმით პრორუსულ ძალასთან და მის ყველა შტოსთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. აქვე მან ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ტირაჟირებულ არაერთ სიცრუეზე პატრიარქისა და ეკლესიის წანააღმდეგ მიმართულ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.
„და მაინც ეს ყველაფერი არ უნდა გახდეს ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. საზოგადოებას ცუდი შთაბეჭდილება დარჩება ამაზე. პროპორციული არის სისტემა, რომელიც პარტიების განვითარებას, პატარა პარტიების გაჩენას შეუწყობს ხელს და დემოკრატიის ხარისხს გაცილების მაღალ დონეზე უზრუნველყოფს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ მხარი დაუჭიროთ პროპორციულს სისტემას. ეს ვთქვით და უნდა გავაკეთოთ და არა მხოლოდ ამ არგუმენტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს არის რეალურად უკეთესი