საქართველოს "ლიბორისტული პარტიის" თავჯდომარემ, დიდი ბრიტანეთის "ლეიბორისტული პარტიის" ახლად არჩეულ თავჯდომარეს ედ მილიბენდს მისალოცი წერილი გაუგზავნა.
"მაქვს პატივი მოგესალმოთ საქართველოს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის სახელით და მისი მრავალათასიანი ელექტორატისა და მხარდამჭერების სახელით გულწრფელად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერად თქვენს არჩევას. გიცხადებთ სრულ სოლიდარობას და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენ, თქვენს მხარდმაჭერებსა და მთელ ინგლისელ ხალხს", - წერს წერილში ნათელაშვილი.
ნათელაშვილი წერილში, ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას აკრიტიკებს. ნათელაშვილის მტკიცებით, ლეიბორისტული პარტიის კაბინეტი ქართველი ხალხის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ედგა მხარში. მისი განმარტებით, ბრიტანეთის "ლეიბორისტული პარტია" არ შეიძლება ედგეს გვერდში იმ პრეზიდენტს, 2008 წლის 7 - 8 აგვისტოს განახორციელა სამხედრო ავანტიურა და აგვისტოს ცნობილი სისხლიანი მოვლენებით დაშალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ევროპულ სივრცეში მაღალი რისკის ქვეშ დააყენა რეგიონის უსაფრთხოება. ამჟამად კი მას შემდეგ, რაც სააკაშვილს პრაქტიკულად ეწურება პრეზიდენტისათვის კონსტიტუციითგანკუთვნილი ორი ვადა, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, განახორციელა ეწ. საკონსტიტუციო ცვლილებები.
შალვა ნათელაშვილი იმედს იქონიებს, რომ ბრიტანელი "ლეიბორისტები" ქართველ ხალხს კვლავ გვერდში დაუდგებიან და აღადგენს ურთიერთობას საქართველოს "ლეიბორისტულ პარტიასთან".