საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია კომენტარს არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ოქრუაშვილის პარტიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბესელიამ აღნიშნა, რომ იგი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.
ეკა ბესელია არც იმას აკონკრეტებს, ითანამშრომლებს თუ არა ოქრუაშვილისა და გაჩეჩილაძის პოლიტიკურ გაერთიანებასთან იგივე ადამიანის უფლებების კუთხით.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ეკა ბესელია ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელობდა. მან პარტიის რიგები მიმდინარე წელს სკანდალურად დატოვა და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მას შემდეგ, ბესელია საზოგადოებრივ მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელობს